რელიგიის როლი საგარეო პოლიტიკაში: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება ევროპული ინტეგრაციისა და უმცირესობების მიმართ

ავტორები

  • ორჩუნ ჩალიშქან ავტორი

ანოტაცია

1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია გახდა როგორც ქვეყნის, ისე ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი. გამოკითხვების მიხედვით იგი ამ- ჟამად ქვეყანაში ყველაზე მაღალრეიტინგულ ინსტიტუტად ითვლება და ბევრი ექსპერტი ამას უკავშირებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში ასრულებდა ქართული ეროვნული იდენტობის დამცველის როლს (გეგეშიძე და მირზიაშვილი,  2021 წ.), (გეგეშიძე და სხვ., 2017). გარდა აღნიშნული  პოპულარობისა, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს განსაკუთრებული კონსტიტუციური სტატუსი ქვეყანაში, რაც რიგ მნიშვნელოვან პრივილეგიებს ანიჭებს მას რელიგიური და ეკონომიკური საქმიანობის მხრივ. ამასთანავე, აღნიშნული საზოგადოებრივი პოპულარობა და ავტონომიური სტატუსი, რომლითაც სარგებლობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, საშუალებას აძლევს მას გამოხატოს თავისი შეხედულებები მრავალ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით და ჩაერთოს პოლიტიკურ დღის წესრიგში. ამ კონტექსტში, წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს გამოიკვლიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული მნიშვნელობა, თუ რატომ არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ფესვები ღრმად გამჯდარი ქართულ ეროვნულ იდენტობაში, ეკლესიის გავლენა ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე და იმის გარკვევა, თუ რამდენად თავსებადია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მოსაზრებები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან, თვისებ- რივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. ამ მიზნით, კვლევაში გამოყენებულია მრავალფეროვანი პირველადი და მეორადი წყაროები ზემოხსენებული სოციალური ფენომენის აღსაწერად. დაბოლოს, მოცემული კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია საქართველოში ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობის გააზრების თვალსაზრისით, რაც გვიჩვენებს, თუ რისი გაკეთება შეუძლია ეკლესიას თავისი ინტე- რესების დასაცავად და რა დაბრკოლებები შეიძლება შეუქმნას ეკლესიის შეხედულებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. 

ავტორის ბიოგრაფია

  • ორჩუნ ჩალიშქან

    დოქტორანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი, ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამა, თბილისი, საქართველო, ელექტრონული ფოსტა: orcucaliskan@hotmail.com

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-04-06

როგორ უნდა ციტირება

რელიგიის როლი საგარეო პოლიტიკაში: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება ევროპული ინტეგრაციისა და უმცირესობების მიმართ. (2025). ევროპისმცოდნეობის ქართული ჟურნალი, 7(7). http://gjes.tsu.ge/index.php/gjes/article/view/62