საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალთა ევროკავშირში ინტეგრაციისადმი დამოკიდებულება
საკვანძო სიტყვები:
დამოკიდებულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, აქტივიზმი, სტრუქტურული განტოლების მოდელი SEM, SMART-PLS, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალები, უმცირესობაანოტაცია
დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან მოყოლებული, საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა უპირველესად ორიენტირებულია ევროინტეგრაციის მიზნის მიღწევაზე. აუცილებელია სიღ- რმისეული რეფორმების განხორციელება საზოგადოებრივი სტრუქტურის თითქმის ყველა სფეროში, ასევე, საზოგადოებრივი მხარდაჭერა ევროპული ღირებულებების გათავისებისა და ცნობიერების კი- დევ უფრო ამაღლების მხრივ, რათა საქართველომ შეძლოს აღებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება. ევროინტეგრაციისა და ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა, ისევე როგორც ის შესაძლებლობები, რაც მათ მოაქვს, კარგად უნდა იქნას გაგებული საზოგადოების ყველა წევრის, მათ შორის, ქალებისა და უმცირესობების მიერ.
ნაშრომი აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ საქართველოში ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების ევროკავშირში ინტეგრაციისადმი დამოკიდებულებაზე. კვლევის პირვე- ლადი საკვლევი კითხვაა, როგორ მოქმედებს სახელმწიფოს ოფიციალური ენის ცოდნა, განათლება, ინოვაციურობა და აქტივიზმი საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების ევროკავშირში ინტეგრაციისადმი დამოკიდებულებაზე, ხოლო აქტივიზმი გამოყენებულია როგორც მედიატორი ცვლადი სახელმწიფო ენის ცოდნასა და ევროკავშირში ინტეგრაციისადმი დამოკიდებულებას შორის. გამოკითხვაში ჯამურად 380-მა პირმა მიიღო მონაწილეობა. 2022 წლის ივნისში გამოკითხვა ჩატარდა ჰიბრიდული ფორმით – კითხვარები დარიგდა საქართველოს იმ რეგიონებში (მარნეული, გარდაბა- ნი, ბოლნისი და დმანისი), სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები. მონაცემთა ანალიზისა და ჰიპოთეზების შემოწმების მიზნით გამოყენებულ იქნა სტრუქტურული განტოლების მოდელი (SEM) Smart PLS-ის მეშვეობით. კვლევამ აჩვენა მნიშვნელოვანი კორელაცია ევროკავშირში ინტეგრაციისადმი დამოკიდებულებასა და სახელმწიფო ენის ცოდნას, ინოვაციურობასა და სამოქა- ლაქო აქტივიზმს შორის.
