ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა საქართველოში: მასობრივი ინფრომაციის საშუალებების ანალიზი

ავტორები

  • მეგი ჯალაღონია ავტორი

საკვანძო სიტყვები:

პროპაგანდა, ევროკავშირი, საქართველო, კრემლის პროპაგანდა, პრო- -რუსული მედია

ანოტაცია

მოცემული ნაშრომის მიზანია ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის ძირითადი ტენდენციების ჩვენება ორ  მედია სააგენტოზე (საქინფორმი და საქართველო და მსოფლიო) დაკვირვებით (დაკვირვების პერიოდი: 2021 წ.). ბოლო წლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობებმა ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის ნაკადის ზრდა გამოიწვია. აღნიშნული პროპაგანდა განსაკუთრებით კრემლის მიერ მხარდაჭერილი მედია სააგენტოებისგან ვრცელდება. ჩვენი კვლევა ემსახურება იმ მთავარი თემატიკისა და ხერხების იდენტიფიცირებას, რომლებიც საქართველოში ევროკავშირის წინააღმდეგ გამოიყენება; ამასთან, იმ მასშტაბის დადგენას თუ როგორ ემთხვევა/განსხვავდება ორი მედია სააგენტოს სტრატეგიები ერთმანეთისგან. ნაშრომი ეყრდნობა მედია სააგენტოთა სტატიების ანალიზს, რამაც გამოავლინა ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული სხვადასხვაგვარი პროპაგანდისტული სტრატეგიები და საქართველოში ევროკაშირის წინააღმდეგ  ნეგატიური შეხედულების ფორმირების მცდელობა. კვლევა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ იგი ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას განიხილავს, როგორც ცალკე კომპონენტს ფართო კატეგორიისა – დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა და ავლენს იმ სტრატეგიებს, რომლებსაც მედია სააგენტოები იყენებენ საქართველოში ევროკავშირის რეპუტაციაზე ზეგავლენის მოსახდენად. 

ავტორის ბიოგრაფია

  • მეგი ჯალაღონია

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული. სტატია შექმნილია ამავე სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში დაცული სამაგისტრო ნაშრომის საფუძველზე. ხელმძღვანელი: დანიელა ურსე, ელექტრონული ფოსტა: megiJalaghonia@yahoo.com

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-04-06

როგორ უნდა ციტირება

ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა საქართველოში: მასობრივი ინფრომაციის საშუალებების ანალიზი. (2025). ევროპისმცოდნეობის ქართული ჟურნალი, 7(7). http://gjes.tsu.ge/index.php/gjes/article/view/63