ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მახასიათებლები დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით

ავტორები

  • ნიკა ჩიტაძე ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ევროკავშირი, თავდაცვა, უსაფრთხოება, კრიზისების მართვა, საგარეო პოლიტიკა

ანოტაცია

კვლევის ძირითადი მიზანია ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის, ასევე, აღნიშნულ სფეროში გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტებისა და პროცესების ანალიზი. ისტორიულ კონტექსტშია წარმოდგენილი მოსაზრებები  იმის შესახებ, თუ როგორ აყალიბებდნენ ევროპელები თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკას. გარდა ამისა, დეტალურად არის გაანალიზებული რამდენიმე ის ძირითადი ისტორიული მოვლენა, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ევროკავშირის საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარებაში, ასევე, აღნიშნული ორგანიზაციის ისტორიასა და მის საქმიანობაში. ნაშრომში განხილულია ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ისტორია, მიზნები და ამოცანები, გლობალური უსაფრთხოების სტრატეგია, საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკა, ასევე, ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის არსი, საფრთხეები და ევროკავშირის ჩართულობა უსაფრთხოების სექტორის რამდენიმე სფეროში.
კვლევის სამეცნიერო სიახლეა სამეცნიერო-მეთოდოლოგიური საფუძვლების ახლებურად გააზრება და ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარების ისტორიის სიღრმისეული შესწავლა, ასევე,  მოცემულ სფეროში და თანამედროვე პერიოდში ორგანიზაციის ძირითადი პრიორიტეტების დეტალური ანალიზი. 

ავტორის ბიოგრაფია

  • ნიკა ჩიტაძე

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისი, საქართველო, ელექტრონული ფოსტა: nchitadze@ibsu.edu.ge

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-04-01

როგორ უნდა ციტირება

ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მახასიათებლები დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით. (2025). ევროპისმცოდნეობის ქართული ჟურნალი, 7(7). http://gjes.tsu.ge/index.php/gjes/article/view/67