ევროკავშირის კონსტიტუციის ხელახალი განხილვა – გამოწვევები ევროკავშირის აღქმასთან დაკავშირებით

ავტორები

  • თამარ ქოჩორაძე ავტორი

ანოტაცია

2004 წელს, რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის 25-მა წევრმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ევროპის კონსტიტუციის შექმნის შესახებ, რომელიც ძალაში შესვლისთვის საჭიროებდა შემდგომ რატიფიცირებას ეროვნული პარლამენტების მიერ. მიუხედავად ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობის მხარდაჭერისა, ცალკეული ქვეყნების მოქალაქეების მიერ კონსტიტუცია უარყოფილ იქნა. შედეგად, შემუშავდა ახალი დოკუმენტი - ლისაბონის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი 2007 წელს მოეწერა. ამ ნაშრომის მიზანია კონსტიტუციასა და ლისაბონის ხელშეკრულებას შორის სამართლებრივი და პოლიტიკური სხვაობების დადგენა, ასევე კონსტიტუციის ჩავარდნისა და ხელშეკრულების წარმატებით მიღების მიზეზების გაანალიზება. ნაშრომის ამტკიცებს, რომ ლისაბონის ხელშეკრულება პრაქტიკულად იგივეა, რაც კონსტიტუცია, ხოლო ამ უკანასკნელის ჩავარდნა დაკავშირებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობის აღქმასთან, საკუთარ სუვერენულ მისწრაფებებსა და ეროვნულ მენტალობაზე მაღლა დადგომის მზაობისა და ერთიანობის ნაკლებობასთან, ვინაიდან მენტალური თვალსაზრისით გაცილებით მარტივია იყო ხელშემკვრელი მხარე, ვიდრე საერთო კონსტიტუციის ნაწილი. 

ავტორის ბიოგრაფია

  • თამარ ქოჩორაძე

    kochoradze@yahoo.com

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2017-10-10

გამოცემა

სექცია

ეროვნული იდენტობის საკითხი ევროპაში

როგორ უნდა ციტირება

ევროკავშირის კონსტიტუციის ხელახალი განხილვა – გამოწვევები ევროკავშირის აღქმასთან დაკავშირებით. (2017). ევროპისმცოდნეობის ქართული ჟურნალი, 2(2). https://gjes.tsu.ge/index.php/gjes/article/view/12