გერმანიის გაერთიანება: სოციო-ეკონომიკური შედეგი და ევროპული რეინტეგრაცია

ავტორები

  • ილია ნოზაძე ავტორი

ანოტაცია

გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკის (შემდგომში FRG) მაკროეკონომიკური აქტივობის შეფასება  ისეთ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, როგორებიცაა:   ცხოვრებით კმაყოფილება, შრომის საზოგადოებრივი და გენდერული განაწილება და მიგრაცია. მომდევნო თავში განხილულია საბჭოთა სოციალისტური და დასავლური დემოკრატიული იდეოლოგიების გავლენები დაყოფილ გერმანიის მოსახლეობაზე, რაც საჭიროა აღნიშნული დაპირისპირებული მსოფლმხედველობების ხილული გამოვლინებების  დადგენისა და ანალიზისათვის.

ლიტერატურის ანალიზზე დაყრდნობით სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ საგარეო იდეოლოგიურ გავლენას  სახელმწიფოს შიგნით გააჩნია  ფსიქოლოგიური და  სოციალური განზომილებები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ევროინტეგრაციის პროცესს, რამეთუ

1990-იანი  წლების  დასაწყისში გერმანიის  გაერთიანებასთან  ერთად  სუპრანაციონალური ევროპული იდენტობის ფორმირება  ქვეყნის საგარეო  კურსის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მოიაზრებოდა.  გაერთიანების  მამოძრავებელი  ფაქტორები  განხილულია სამი  დომინანტი საერთაშორისო  ურთიერთობათა თეორიის ჭრილში, ესენია:  რეალიზმი, ლიბერალიზმი და კონსტრუქტივიზმი. სტატიის  აღნიშნულ ნაწილში ავტორი  ცდილობს  ახსნას  თუ  რატომ ამჯობინა გერმანიამ ევროინტეგრაცია  აგრესიულ და საკუთარ ამბიციებზე ორიენტირებულ პოლიტიკას. საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური დებატების ანალიზის შედეგად შესაძლოა დავასკვნათ, რომ  გერმანიის საგარეო  კურსი თანხვედრაში მოდიოდა მისი საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილის შიგნით კონსოლიდირებულ ევროპული იდენტობის ნარატივთან. რიგ საპირისპირო შემთხვევებში საზოგადოების მხრიდან გამოხატული თანმდევი კრიტიკა  და  მაკორექტირებელი  პასუხი  დროულ გამანეიტრალებელ  როლს  ასრულებდა. გერმანიის გაერთიანების პროცესი თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გეგმაზომიერმა და რაციონალურმა რეინტეგრაციამ გრძელვადიანი სარგებელი მოუტანოს მონაწილე მხარეებს.

ავტორის ბიოგრაფია

  • ილია ნოზაძე

    ilianozadze1996@gmail.com

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-12-25

როგორ უნდა ციტირება

გერმანიის გაერთიანება: სოციო-ეკონომიკური შედეგი და ევროპული რეინტეგრაცია. (2021). ევროპისმცოდნეობის ქართული ჟურნალი, 4(4), 11. https://gjes.tsu.ge/index.php/gjes/article/view/20