საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო გეგმა მვროპავშირის არაღიარებისა და ჩართულობის კოლიტიკის პირისპირ
ანოტაცია
ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობამ წარადგინა ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც ეხება ახალ სავაჭრო, საგანმანათლებლო და სერვისებთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის. ამ ნაშრომის მიზანია სამშვიდობო გეგმის ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მთავარი მიმართულებების პირისპირ განხილვა, იმისთვის, რომ დადგინდეს ეს ორი რამდენად ახლოს ან შორს დგას ერთმანეთისგან. ვიდავებ, რომ ამ ახალი ნაბიჯით საქართველოს და ევროკავშირის პოლიტიკა ერთმანეთთან მჭიდრო თანხვედრაში მოვიდა და სამშვიდობო ინიციატივამ რეალურად მოახდინა ევროკავშირის ამ დრომდე თეორიული მიდგომების მატერიალიზება. ნაშრომი აანალიზებს, რატომ უნდა გამოიყენოს ევროკავშირმა საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა, როგორც გზამკვლევი საქართველოს რეგიონებთან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან საკუთარი ჩართულობისთვის.