აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საზღვრის მართვის საპითხებისევროპულ სტანდარტებთან დაახლოება:ევროკავშირის მოთხოვნებით თუ საშინაო კოლიტიპკპური დღის წესრიგითგანპირობებული ევროკენზაცია?
DOI:
https://doi.org/10.52340/gjes.2019.01.04ანოტაცია
სტატია ეხება მესამე ქვეყნების ევროპეიზაციას და მიზნად ისახავს, ახსნას ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესი.
ამ კვლევაში დადგენილია ის პირობები, რომელთა საშუალებითაც ევროკავშირი ცდილობს თავის საზღვრებს გარეთ ცვლილებების ხელშეწყობას. ასევე, გამოკვლეულია, შეუძლია თუ
არა ევროკავშირს პირობითობის პრინციპის გამოყენებით ქვეყნებს საკმარისი მოტივაცია
მისცეს შიდა რეფორმების განხორციელებისთვის მაშინ, როცა გაწევრიანების პერსპექტივა არ არსებობს; სხვა შემთხვევაში რა განაპირობებს აღნიშნულ ქვეყნებში ევროპეიზაციას. ნაშრომში გაანალიზებულია კონკრეტულ სექტორებთან დაკავშირებული პროცესები და, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, განხორციელებული
შესაბამისი რეფორმები. საქართველოსა და უკრაინაში საზღვრის მართვის სიღრმისეული
შესწავლა მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს.
საკვანძო სიტყვები: ევროპეიზაცია, პირობითობა, საზღვრის მართვა, საქართველო, უკრაინა