ევროკავშირში სექტორული ინტეგრაცია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაგალითზე 1

ავტორები

  • შალვა კვინიხიძე ავტორი
  • თამარ მჭედლიძე ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ევროკავშირი, საქართველო, სექტორული ინტეგრაცია, აღმოსავლეთ პარტნიორობა, სამოქალაქო უსაფრთხოება, ევროკომისარი, ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმი, ევროკომისიის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალური დირექტორატი, საგანგებო სიტუაციების მართვა

ანოტაცია

საქართველოს მთავრობისათვის ევროპული ინტეგრაცია ნომერ პირველი პრიორიტეტია
და შესაბამისად, არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ვალდებულებების შესრულება
და თანამშრომლობის ახალი ფორმების ჩამოყალიბება ყოველთვის აქტუალური საკითხია.
სამოქალაქო უსაფრთხოების სფერო მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე,
ევროკავშირისათვის. წინამდებარე სტატია ეხება საქართველოს საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის (სსმს) ჩამოყალიბებას, ევროპულ ინსტიტუტებთან სექტორულ
ინტეგრაციას და მათ როლს ევროკავშირის სტანდარტების შესრულების გზით სსმს-ის
რეფორმირების პროცესში. ასევე, ყურადღებაა გამახვილებული სსმს-სა და ევროკომისიის
სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალურ დირექტორატს
შორის კატასტროფების რისკის მართვის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე დადებულ
ადმინისტრაციულ შეთანხმებაზე. ადმინისტრაციული შეთანხმების გაფორმება კიდევ ერთი
წინ გადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციისაკენ. ის ხელს შეუწყობს შესაბამის სამსახურებს
შორის თანამშრომლობას კრიზისის დროს და მიმდინარე რეფორმებს, ასევე, ევროპული
სტანდარტების დანერგვას სფეროში. ადმინისტრაციული შეთანხმების გაფორმება, ასევე,
ხელს შეუწყობს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის მეტ ინტეგრაციას
ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმთან.
საკვანძო სიტყვები: ევროკავშირი, საქართველო, სექტორული ინტეგრაცია, აღმოსავლეთ
პარტნიორობა, სამოქალაქო უსაფრთხოება, ევროკომისარი, ევროკავშირის სამოქალაქო
უსაფრთხოების მექანიზმი, ევროკომისიის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული
დახმარების გენერალური დირექტორატი, საგანგებო სიტუაციების მართვა, კატასტროფების

ავტორის ბიოგრაფიები

  • შალვა კვინიხიძე

    schalwa@hotmail.com

  • თამარ მჭედლიძე

    schalwa@hotmail.com

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-10-22

როგორ უნდა ციტირება

ევროკავშირში სექტორული ინტეგრაცია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაგალითზე 1. (2024). ევროპისმცოდნეობის ქართული ჟურნალი, 3(3). https://gjes.tsu.ge/index.php/gjes/article/view/24