გერმანიის გაერთიანება: სამართლებრივი საფუძვლები და არსებული წინააღმდეგობები
საკვანძო სიტყვები:
გერმანიის გაერთიანება, Staatvertrag, გდრ-სა და გფრ-ს შორის სახელმწიფო შეთანხმება, დუბლინის საბჭო, დონელის შუალედური მოხსენება.ანოტაცია
აღნიშნული სტატია მიმოიხილავს გერმანიის გაერთიანების პროცესს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ეროვნულ კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე, როგორც სახელმწიფოს ფუნქციონირების უზრუნველყოფის საშუალებაზე. კერძოდ, სტატია ეხება გაერთიანების ხელშეკრულების მიღებასა და იმ გამოწვევებს, რომლებიც რეგიონში უპრეცედენტო ცვლილებების გამო, გერმანიისა და ევროპული საზოგადოების წინაშე გაჩნდა. ამ ნაშრომის მიზანია, გერმანიის გაერთიანებული სახელმწიფოს სამართლებრივი საფუძვლების განვითარებაზე დაკვირვება და იმის დადგენა, თუ როგორ მოახერხა ევროპულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ ასეთ უნიკალურ გაერთიანებულ საზოგადოებად ჩამოყალიბება. საკვლევი კითხვა შემდეგია: როგორ მოახერხა გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და გერმანიის ფედერალურმა რესპუბლიკამ მათ ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული სამართლებრივი კოლიზიის დაძლევა გერმანიის გაერთიანებული სახელმწიფოს უზრუნველსაყოფად? სტატიაში გამოვლენილი მიგნებებიდან ირკვევა, რომ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მიერ წარმოებულმა თანმიმდევრულმა პოლიტიკამ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ და მუდმივმა საერთაშორისო მხარდაჭერამ, ასევე, ოთხი სახელმწიფოს დროებითმა თანამშრომლობამ, საბოლოოდ, ხელი შეუწყო გერმანიის გაერთიანებას. თავად გაერთიანების ფაქტი კი გერმანიასა და პოლონეთს შორის დიდ ხნიანი ტერიტორიული დავის გადაჭრის საშუალებად იქცა, რამაც ხელი შეუწყო ბერლინის, როგორც სტრატეგიული პოლიტიკური პარტნიორის საიმედოობას. სტატია, ასევე, ეხება რამდენიმე გერმანელ პოლიტიკოსსა და ევროპული საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი შეუწყეს გერმანიის წარმატებულ და სწრაფ გაერთიანებას.