ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნების მიმართ 52

ავტორები

  • ნინო წილოსანი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ევროკავშირი, ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობები, გაყინული კონფლიქტები, კონსტუქტივიზმი, კონსტრუქციული ჩართულობა.

ანოტაცია

ევროკავშირი, როგორც  თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში მოქმედი გლობალური აქტორი,  დაინტერესებულია სამეზობლო რეგიონში  კონფლიქტის მოგვარებითა  და დემოკრატიის ხელშეწყობით. იმის  გასარკვევად,  თუ რა  არის  ევროკავშირის  მიდგომისა და საგარეო  პოლიტიკის საფუძველი აღმოსავლეთ სამეზობლოში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ევროკავშირის მონაწილეობა პოსტსაბჭოთა რეგიონში მჭიდროდ არის დაკავშირებული მის  რუსეთთან  ურთიერთობებთან. საქართველოში,  სომხეთ-აზერბაიჯანში,  მოლდოვასა და  უკრაინაში არსებული კონფლიქტების გათვალისწინებით, აშკარაა,   რომ  ევროკავშირს ურჩევნია, გამოიყენოს კონსტრუქციული ჩართულობა როგორც პარტნიორობის ინსტრუმენტი, ვიდრე გაატაროს ყოვლისმომცველი სანქციების პოლიტიკა. რაც  მთავარია, ევროკავშირს არ აქვს ჰოლისტიკური მიდგომა, როდესაც  საქმე ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და მის მონაწილეობაზე გავლენას ახდენს სამი ძირითადი ფაქტორი: ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობები, ევროკავშირის ინტერესები კონკრეტულ სახელმწიფოში და ევროკავშირის საშინაო პოლიტიკისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. გარდა ამისა, ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების  რთული ხასიათი, რაც  შემდგომში ვლინდება ევროკავშირის გაყინულ კონფლიქტებში მონაწილეობაში, შეიძლება აიხსნას კონსტრუქტივისტული თეორიის გამოყენებით.

მოცემული ნაშრომი მიზნად ისახავს აკადემიური ლიტერატურის განვითარებაში წვლილის შეტანას სამი მიმართულებით.  უპირველეს ყოვლისა, არსებული კვლევების უმეტესობისგან განსხვავებით, პოლიტიკის ეფექტურობის ნაცვლად იგი აქცენტს აკეთებს თავად ევროკავშირის ბუნებაზე. მეორე, ევროკავშირის ეფექტურობის დასაბუთებისთვის იყენებს ორმაგ მიდგომას და აფასებს როგორც შიდა, ისე გარე დაძაბულობას და მათ კორელაციას. და ბოლოს, ევროკავშირის როლის შესახებ დასკვნას აყალიბებს სხვადასხვა ჩართულობის დონისა და დაძაბულობის მქონე შემთხვევებიდან და არა მათი საერთო ელემენტებისგან.

ავტორის ბიოგრაფია

  • ნინო წილოსანი

    ntsilosani@yahoo.com

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-12-01

როგორ უნდა ციტირება

ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნების მიმართ 52. (2021). ევროპისმცოდნეობის ქართული ჟურნალი, 4(4). https://gjes.tsu.ge/index.php/gjes/article/view/27