ხელოვნური ინტელექტის ეთიკის სისტემური შესავალი
საკვანძო სიტყვები:
ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნური ინტელექტის ეთიკა, ევროკავშირი, ხელოვნური ინტელექტის რეგულაციები, ტექნოლოგია.ანოტაცია
მოცემული სტატიის მიზანია, თანამედროვე ეკონომიკურ სისტემაში, რომელსაც პოლიტიკურ- სოციალურ-სამართლებრივი დატვირთვა აქვს, ხელოვნური ინტელექტის ეთიკის გენეზისისა და ფუნდამენტალური მნიშვნელობის გაგება, მისი კონტექსტუალიზაცია და პერსპექტივაში წარმოდგენა. სტატია განიხილავს ხელოვნური ეთიკის მნიშვნელობას და შესაბამისობას, რბილი სამართლის ფორმასა და ხელოვნური ინტელექტის რეგულირებას, ასევე, თუ რა როლს ასრულებენ სახელმწიფო და არასახელმწიფო პირები მისი ფორმულირების პროცესში, მეტწილად ორ ძირითად სფეროში - ციფრულ ეკონომიკასა და სახელმწიფო მართვაში. სტატია ასახავს ხელოვნური ინტელექტის ეთიკის ამჟამინდელ მდომარეობას და ხაზს უსვამს აღნიშნულ სფეროში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს. დასკვნის სახით სტატიაში ვკითხულობთ, რომ ხელოვნური ინტელექტის ეთიკა უნდა გასცდეს ტექნიკურ სფეროში არსებულ ძირითად მორალურ პრინციპებსა და ღირებულებების ერთი და იგივეობას, სისტემური სტრუქტურული ცვლილებების დანერგვის გზით.
