ადამიანის უფლებათა დამცველების პერსპექტივა თურქეთში: მათი წარსული, ღირებულებები და მიზნები

ავტორები

  • ოლეკსანდრ კისელოვი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ადამიანის უფლებები თურქეთში, ადამიანის უფლებათა აქტივისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, IHD, ადამიანის უფლებათა ასოციაცია, ევროკავშირი.

ანოტაცია

თურქეთის სახელმწიფო ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ ყოველთვის მტრულ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა, მიუხედავად მისი ევროპული მისწრაფებებისა.  გაუთავებელი ზეწოლისა და დევნის პარალელურად ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ ბრძოლას. ამ ნაშრომის მიზანია, გამოიკვლიოს ადამიანების ისტორიები, როგორ  ესმით თურქეთის ადამიანის უფლებათა ასოციაციის  (IHD) აქტივისტებს ადამიანის უფლებებისა და აქტივიზმის არსი.  კვლევის მიზნით 2020  წლის თებერვალში სტამბოლის ოფისის  12   თანამშრომელთან შედგა  გასაუბრება.  კვლევამ აჩვენა,  რომ  უსამართლობისა და პოლიტიკური განსჯის პირველადი შემთხვევები, სწორედ, იმ წამყვან ფაქტორებს შორის იყო, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მათ ჩართულობას. აქტივისტები ადამიანის უფლებებს განმარტავდნენ, როგორც   ადამიანის ბუნებით თანდაყოლილ უფლებებს და  ანონიმურად გვიზიარებდნენ ამ უფლებების უნივერსალური და ინკლუზიური  გამოყენების კონცეფციას თანმიმდევრულობისა თუ განსხვავებულობის შენარჩუნების მიზნით. პრეცედენტების  თავიდან ასაცილებლად რესპონდენტებმა, ასევე, აღნიშნეს, რომ აუცილებელია გააგრძელონ ბრძოლა მომავალი წარმატების იმედად და ამისთვის ყველა რესურსი უნდა გამოიყენონ. აღნიშნული კვლევა წარმოადგენს წინასწარი მიგნებების თვალსაჩინოებას. შესაბამისად, საკითხის უფრო ღრმა  და ყოვლისმომცველი გაგების  მიზნით, აღნიშნული თემის ირგვლივ, აუცილებელია, დამატებითი კვლევები.

ავტორის ბიოგრაფია

  • ოლეკსანდრ კისელოვი

    kyselov.oleksandr@gmail.com

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-12-01

როგორ უნდა ციტირება

ადამიანის უფლებათა დამცველების პერსპექტივა თურქეთში: მათი წარსული, ღირებულებები და მიზნები. (2021). ევროპისმცოდნეობის ქართული ჟურნალი, 4(4). https://gjes.tsu.ge/index.php/gjes/article/view/29