პოლიტიკა და ინსტიტუციური ანალიზი ევროკავშირში რომის ხელშეკრულების შემდგომ: ისტორიული პერსპექტივა

ავტორები

  • შალვა ხუფენია ავტორი

ანოტაცია

ევროპის თანამეგობრობის პოლიტიკა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გარდამავალი პროცესების განმავლობაში ნაწილობრივ ჩარჩოში მოქცევადია, თუმცა, უმეტესად, ის ახდენს თვითფორმულირებას. როგორც  ყველა თანამედროვე პოლიტიკაში, ევროპის თანამეგობრობის პოლიტიკაზე  გავლენას  ახდენს  წარმომადგენლობითობისა და  ჩართულობის  საკითხები, რესურსების დისტრიბუცია და პოლიტიკური და ადმინისტრაციული ეფექტიანობა. კვლევის განსავითარებლად, მოკლედ მიმოვიხილავთ ადრეულ ლიტერატურას ინსტიტუციებისა და პოლიტიკის შესახებ. ჩვენი არგუმენტი გულისხმობს, რომ ევროკავშირის კვლევის ფოკუსმა საერთაშორისო ურთიერთობების პარადიგმებიდან პოლიტიკის შექმნაზე გადაინაცვლა. ასევე ვამტკიცებთ, რომ შედარებითი პოლიტიკის მიდგომებმა ევროკავშირის ინსტიტუციებისა და პოლიტიკის კვლევაში თავი იჩინა, როგორც  მთავარმა მიმართების წერტილმა. პოლიტიკურ მიზნებსა და შედეგებს შორის  არსებული კავშირის შესასწავლად, სტატიაში ხაზგასმულია

„შედარებითი პოლიტიკის“ დისკურსი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტის ეს ნაწილი მოიცავს შესაბამისი მიდგომების ანალიზს, იგი, ასევე, განიხილავს შედარებითი პოლიტიკური მოდელების სამომავლო  გამოყენებას  ბოლო  დროინდელი ევროკავშირის  შესწავლის მიზნებისთვის. დასასრულს, სტატია წვლილს შეიტანს სახელმწიფოს როლის ცვლილების იმ მიზეზის გაგებაში, რომელიც მომდინარეობს ევროკავშირის განვითარებისა და სახელმწიფო- საზოგადოების  ურთიერთობების ცვლილებისგან,  ევროკავშირის  მხრიდან  ძალაუფლების ჰორიზონტალური და ვერტიკალური განაწილების კონტექსტში მის წევრ სახელმწიფოებზე ზეგავლენის გათვალისწინებით.

ავტორის ბიოგრაფია

  • შალვა ხუფენია

    shalva.khuphe@hotmail.com

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-12-01

როგორ უნდა ციტირება

პოლიტიკა და ინსტიტუციური ანალიზი ევროკავშირში რომის ხელშეკრულების შემდგომ: ისტორიული პერსპექტივა. (2021). ევროპისმცოდნეობის ქართული ჟურნალი, 4(4). https://gjes.tsu.ge/index.php/gjes/article/view/31