ბრექსიტის შემდგომი მოლაპარაკებები: შემთხვევის შესწავლა
საკვანძო სიტყვები:
ბრექსიტის მოლაპარაკებები, ლიბერალური ინტერგავერნმენტალიზმი, სავაჭრო/მოლაპარაკებების ძალა, ეროვნული პრეფერენციები, გასვლის შეთანხმებაანოტაცია
მოცემული კვლევა ბრექსიტის შემდგომ მოლაპარაკებებს ლიბერალური ინტერგავერნმენტალიზმის ჭრილში აანალიზებს. საკითხის შესახებ მცირე შესავლისა და კვლევის დიზაინის შემდგომ, სტატიაში ლიბერალური ინტერგავერნმენტალიზმის მიმოხილვაა მოცემული. შემდეგ აღწერილია ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მოლაპარაკებების პროცესი, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს (გერმანია, საფრანგეთი, ირლანდია და ესპანეთი) პოზიციები; ასევე მოცემულია მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების დეტალები. შემდგომ, ბოლო სექციაში, აღნიშნული ინფორმაცია ლიბერალური ინტერგავერნმენტალიზმის მეშვეობითაა გაანალიზებული და მოცემულია მოლაპარაკებების პროცესის ახსნა დაწყებული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული პრეფერენციების ფორმირებით, გაგრძელებული სახელმწიფოთაშორისო და გაერთიანებულ სამეფოსთან მოლაპარაკებებით/„ვაჭრობით“ (bargaining), და დასრულებული ლიბერალური ინტერგავერნმენტალიზმის მესამე ეტაპით – ინსტიტუტების როლით.