ბრექსიტის მხარდაჭერის განმსაზღვრელ ფაქტორთა ვარიაცია – "გასვლის" და "დარჩენის" მომხრე რეგიონების საძიებო კვლევა
ანოტაცია
წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს ნათელი მოჰფინოს ბრექსიტის რეფერენდუმის „გასვლისადმი“ მხარდამჭერი დეტერმინანტების ინდივიდუალურ შესაძლებლობას „გასვლის“ და „დარჩენის მომხრე რეგიონებში სხვადასხვაგვარი ზეგავლენის მოხდენის კუთხით.
ბოლო წლებში საფუძვლიანად იქნა გამოკვლეული ამომრჩეველთა გადაწყვეტილებებზე ზეგა- ვლენის მქონე სხვადასხვა ფაქტორების ეფექტი, რა დროსაც წინა პლანზე წამოიწია იმიგრაციისადმი დამოკიდებულების განმარტებამ, შიდა და პირადი მდგომარეობის, ღირებულებების და სოცია- ლურ-დემოგრაფიული ვითარების საკითხებმა. ამასთან, მკვლევარებმა – გარკვეული მნიშვნელოვანი გამონაკლისის გარდა – უკუაგდეს ამ განმარტებების სიძლიერისა და სიზუსტის სახესხვაობათა შესაძლებლობა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ კონტექსტუალურ ვალიდურობას, ანუ ბრექსიტის მხარდაჭერის დეტერმინანტთა ექვივალენტურ გავლენას სხვადასხვა კონტექსტში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სტატია განიხილავს, თუ რამდენად განსხვავდება ბრექსიტის მხარდაჭერის განმსა- ზღვრელი ფაქტორები "გასვლის" და "დარჩენის" მომხრე რეგიონებს შორის. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია შოტლანდიაზე, ჩრდილოეთ ირლანდიასა და ლონდონზე, როგორც "დარჩენის“ მომხრე რეგიონებზე, და უელსსა და გაერთიანებული სამეფოს დანარჩენ ნაწილზე, როგორც "გასვლის" მომხრე რეგიონებზე. რეგიონებს შორის ფაქტორების განაწილების აღწერილობითი ანალიზის (აღწერილობითი) და ლოგისტიკური კვლევის რეგრესიის მეშვეობით, რომელიც იკვლევს დეტერმინანტე- ბის გავლენის ცვალებადობას ხმის მიცემის გადაწყვეტილებებზე, მიღებულ იქნა გარკვეული ემპირიული მტკიცებულება, რის მიხედვითაც დეტერმინანტებს შესაძლებელია არ გააჩნდეთ კონტექსტუალური ვალიდურობა.
აღწერილობითი ანალიზი გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავდება დეტერმინანტთა უმეტესობა რესპონდენტებს შორის განაწილების კუთხით, მრავალ-ვარიანტული ანალიზი კი მიუთითებს, რომ ეს განმსაზღვრელი ფაქტორები სხვადასხვაგვარად ზემოქმედებენ ორ შერჩეულ ნიმუშში. მიუხედავად ამისა, სტატია წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ საბაზისო ამოსავალ წერტილს ესოდენ საჭირო შემდგომი კვლევისთვის, რომლის დროსაც გამოყენებული უნდა იქნეს გაცილებით დახვეწილი მეთოდოლოგია და ნიმუშების შერჩევა