„ჩვენ“ „სხვების“ წინააღმდეგ: „ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და საქართველოს გზები ევროპისკენ“ (1991-2004)
ანოტაცია
სტატია შთაგონებულია იმ ემპირიული თავსატეხით, რომელსაც ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და სა- ქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემთხვევების შედარება წარმოადგენს 1991-2004 წლებში, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლიდან ბალტიისპირეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებამდე და სა- ქართველოს ჩართვამდე ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში. დამოუკიდებლობის ამ 13 წლის განმა- ვლობაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკისა და დისკურსული პრაქტიკის შედარებით, ავტორი აღმოაჩენს, რომ მათი ევროპული ინტეგრაციის სხვა- დასხვა ტრაექტორია განისაზღვრა ევროკავშირის მიერ ბალტიელების და ქართველების ევროპული იდენტობის განსხვავებული აღქმის ფონზე. სტატიაში ევროპული იდენტობა განიხილება, როგორც სოციალური კონსტრუქცია ევროკავშირის ხელში, რომელიც ხშირად ხდება ასპირანტთა მეტი ან ნა- კლები ევროპული ინტეგრაციის გამართლების მიზეზი. დასკვნები თეორიულად არის ინტერპრეტი- რებული დისკურსიული ინსტიტუციონალიზმის მეშვეობით, რომელიც დისკურსის ანალიზის მეთოდო- ლოგიასთან ერთად, განარჩევს ევროკავშირის კომუნიკაციის მანერას ერთი მხრივ ბალტიისპირეთის ქვეყნების და მეორე მხრივ საქართველოს მიმართ.