ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების სოციალური ინტეგრაცია საქართველოში
საკვანძო სიტყვები:
სქესი, საქართველო, ევროპული ინტეგრაცია, სოციალური ინტეგრაცია, ეთნი- კური უმცირესობა, ინტერსექციონალობაანოტაცია
ეთნიკური უმცირესობების სოციალური ინტეგრაცია არსებითად მნიშვნელოვანია ყოველი დემოკრატიული ქვეყნისთვის. საქართველოსთვის, რომელიც ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყანაა და უპირველეს პოლიტიკურ პრიორიტეტად ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას ასახელებს, აგრეთვე, ასრულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, უაღრესად მნიშვნელოვანია დაიცვას უმცირესობათა გენდერული თანასწორობა და ადამიანთა უფლებები. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია უმცირესობათა ჯგუფების შესწავლა, რომლებიც იდენტობის და ჯგუფის წევრობის სხვადასხვა ფაქტორის – ეთნიკურობა, რელიგია და სქესი – გადაკვეთაზე იმყოფებიან. ამ ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს აზერბაიჯანელი ქალების, ქვეყნის უმსხვილესი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების, რომლებიც კომპაქტურად არიან დასახლებულნი ძირითადად ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის, ბოლნისის, დმანისის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, სოციალურ ინტე- გრაციაზე. მეორადი წყაროებიდან მოპოვებული მონაცემების გამოყენებით, ამ ნაშრომში განიხილება მონაწილეობა, სახელმწიფო ენის ცოდნა, სოციალური ქსელები და ერთმანეთს შორის ქორწინება – უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრირების ფართოდ გამოყენებადი მაჩვენებლები.როგორც გაირკვა, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების საქართველოს საზოგადოებაში ინტეგრაციის დონე დაბალია. განხილულია ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორები, რომლებიც პასუხს აგებენ დაბალ ინტეგრაციაზე. ნაშრომში გამოტანილია დასკვნა, რომ სოციალური ინტეგრაცია წარმოადგენს ორმხრივ პროცესს და ერთნაირად უნდა სრულდებოდეს როგორც უმრავლესობის, ასევე საკვლევი ჯგუფის მიერ.