მსგავსება და განსხვავება: ევროკავשირის ურთიერთობები  ვიשეგრადის ქვეყნებთან, დასავლეთ ბალკანეთთან,  აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან

ავტორები

  • მერი მაღლაკელიძე ავტორი

ანოტაცია

აბსტრაქტი

 

სტატიის ძირითადი შინაარსის მიხედვით, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა და ურთიერთობები ვიშეგრადის, დასავლეთ ბალკანეთის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან იძლევა მნიშვნელოვანი სურათის გაგებას. ამ კვლევის მიზანია, გამოავლინოს მსგავსებები და განსხვავებები ევროკავშირის მიერ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, ვიშეგრადის ჯგუფთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობაში.

 

ევროკავშირმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, ასევე დასავლეთ ბალკანეთთან მიმართებაში გამოიყენა მსგავსი სტრატეგიები, რომლებიც მოიცავს კრიტერიუმების გათვალისწინებას, ევროკომისიის მიერ კომპლექსურ მონიტორინგს და გაჭიანურებულ მოლაპარაკებებს. ამ პროცესებში ქვეყნები გადიან სერიოზულ საკანონმდებლო და ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც მათთან ევროკავშირის დაახლოებას და გაწევრიანებას ემსახურება.

 

კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსება ძირითადად ვლინდება იმ მექანიზმებში, როგორიცაა სტაბილიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულებები, კრიტერიუმები და პირობები, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს უყენებს. ძირითადი განსხვავება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებულია წევრობის პერსპექტივის არარსებობით, რასაც მკვლევარები ხშირად "მსუბუქ პირობითობას" უწოდებენ. ეს გამოწვეულია იმით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები არ არიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატები, თუმცა მათთან თანამშრომლობა მაინც მნიშვნელოვნად ითვლება რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით.

 

გაფართოების პოლიტიკის ძირითადი მიზანია ევროპული სტანდარტების და ღირებულებების გავრცელება, რაც ხელს უწყობს ქვეყნებში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის და ეკონომიკური რეფორმების განვითარებას. ეს კვლევა ხაზს უსვამს იმას, რომ ევროკავშირის ძლიერი ტრანსფორმაციული ძალა აქვს და ეს პოლიტიკა მომავალშიც იქნება გამოყენებული ახალი წევრობის კანდიდატებთან მიმართებაში.

ავტორის ბიოგრაფია

  • მერი მაღლაკელიძე

    meko.maghlakelidze@gmail.com

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2015-10-03

გამოცემა

სექცია

ევროკავშირი და პოლიტიკა

როგორ უნდა ციტირება

მსგავსება და განსხვავება: ევროკავשირის ურთიერთობები  ვიשეგრადის ქვეყნებთან, დასავლეთ ბალკანეთთან,  აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან. (2015). ევროპისმცოდნეობის ქართული ჟურნალი, 1(1). https://gjes.tsu.ge/index.php/gjes/article/view/4