მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ფედერალიზმი ევროპის თანამეგობრობაში და მისი თანამედროვე გავლენები: ისტორიული ანალიზი
საკვანძო სიტყვები:
ევროკავშირი, ფედერაცია, კონფედერაცია, ინტეგრაცია, თანამშრომლობა,ანოტაცია
სტატიის მიზანია გამოიკვლიოს, შესაძლებელია თუ არა ახალი ფედერალური მოდელის კონსტრუქცია თანამედროვე ევროკავშირისათვის, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ასევე, სტატია ევროკავშირს განიხილავს, როგორც ახალი ტიპის კონფედერაციას, რომლის მიზანია თანამედროვე ევროპის რეალობაზე მორგება. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გვიან ოციან წლებში ევროპა იმყოფებოდა პარადიგმული ცვლილების პროცესში, რაც გულისხმობდა მე17 საუკუნის დასაწყისმი განვითარებული „ერი-სახელმწიფოს იდეალის მოდელზე დაფუძნებული სახელმწიფოებისაგან შემდგარი სისტემიდან, შეზღუდული სუვერენიტეტის მქონე სახელმწიფოთა და ფედერალური ტიპის კონსტიტუციონალიზებული საერთაშორისო კავშირების სისტემაზე გადასვლას. ამ პარადიგმული ცვლილების საწყისი შეგვიძლია ვეძიოთ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს. თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლამდე მისი ფართო და დასკვნითი ფორმა ბოლომდე არ ჩამოყალიბებულა. ამ მნიშვნელოვანი ძვრების რეალობა მდგომარეობს არა იმაში, რომ სახელმწიფოები იშლება, არამედ სახელმწიფო სისტემის მიერ ახალი, ისეთი განზომილების შეძენაში, რომელიც გადაფარავს და დაძლევს აქამდე არსებულ სისტემას. „ფედერალისტების აჯანყება გულისხმობდა, არა მხოლოდ, განვითარებულ ფედერაციებს, არამედ თავის თავში აერთიანებდა რამოდენიმე ტიპის ფედერალურ მოწყობას, რომლებიც უზრუნველყოფდნენ შიდა დაყოფას.