ევროკავშირის სამართლის საერთაშორისო საჯარო სამართალთან ურთიერთმიმართება

ავტორები

  • ლევან ალექსიძე ავტორი

ანოტაცია

თითქმის ორმოცი  წელიწადია ვაკვირდები საერთაშორისო სამართლის დოქტრინალური მიდგო- მების განვითარებასა და საერთაშორისო თუ შიდა სასამართლო ორგანოების იმ ქმედებებს, რომ- ლებიც ვითარდება საერთაშორისო jus cogens-ის გარშემო - ანუ იმ კონცეფციის, რომელიც გაეროს საერთაშორისო სამართლის კომისიის (1963-1966) მიერ ხელშეკრულებათა სამართლის მუხლებზე (რომლებიც მოგვიანებით აისახა ვენის კონვენციაში ხელშეკრულებათა შესახებ) მუშაობის პერი- ოდში აღმოცენდა.

ადვილი შესამჩნევია, რომ წინა პერიოდისგან განსხვავებით (1963-1980),  თანამედროვე სა- სამართლო და დიპლომატიური პრაქტიკა მოიცავს   ბევრ მითითებას jus cogen-ზე. მართლაც, ამ საკითხზე მუშაობისას საერთაშორისო სამართლის კომისიას საკუთარი მსჯელობანი უნდა დაე- ფუძნებინა მხოლოდ იმ დოქტრინალურ მოსაზრებებზე, რომლებიც ასახული იყო საერთაშორისო სამართლის ექსპერტების პუბლიკაციებში თუ სამეცნიერო ნაშრომებში, ან სახელმწიფოთა მიერ გაკეთებულ კომენტარებში, რადგანაც იმ დროისთვის ამ საკითხზე ერთი სასამართლო პრეცედე- ნტიც კი არ არსებობდა.

მიუხედავად ამისა, გაეროს  საერთაშორისო სამართლის კომისიამ მოახერხა  იმპერატიული ნორმების (jus cogens) შესახებ კარგად ჩამოყალიბებული პროექტი შემოეთავაზებინა, რაც  აისახა კიდეც ხელშეკრულებათა შესახებ ვენის კონვენციის 53-ე და 64-ე მუხლებში. პირველი შეხედვით ჩანდა, რომ ჩვენ მოწმენი ვხდებოდით პროგრესული მოვლენებისა, რომლებიც მიზნად ისახავდა პრაქტიკულ საქმეებსა და მათი ინტერპრეტირების საფუძველზე გაკეთებულ პრაგმატულ დოქტ- რინალურ რჩევებზე დაყრდნობით კონცეფციის შემდგომ განვითარებას.

სამწუხაროდ, მე ვერ გავიზირებ ასეთ ოპტიმისტურ შეხედულებას, რადგანაც თანამედროვე მიდგომები აიგნორებენ ფუნდამენტს იმ რეალური სამართლებრივი ცნებისა, რომელიც ანტიკუ- რი ხანიდან მოყოლებული საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. ჩემი აზრით, მთავარი შეც- დომა მდგომარეობს jus cogens-ის სამართლებრივი არსის მცდარად აღქმაში. Jus cogens-ს არაფერი აქვს საერთო ისეთ იურიდიულ ცნებასთან, როგორიცაა  სამართალდარღვევა, რადგანაც  ერთის მხრივ, იგი მხოლოდ საერთაშორისო სამართალშემოქმედებით პროცესს გულისხმობს, ხოლო მე- ორეს მხრივ, უნდა გვახსოვდეს,  რომ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ ნებისმიერი საერთაშორისო სამართლებრივი წესის მიმართ მოახდინონ სამართლადარღვევითი ქმედება, მაშინაც კი, თუკი მათ jus dispositivum -ის ბუნება გააჩნიათ, რაც  სახელმწიფოებს ანიჭებს უფლებას შეცვალონ იურიდი- ულად სავალდებულო  წესი. მხოლოდ საერთაშორისო jus cogens ნორმა არ შეიძლება შეიცვალოს სახელმწიფოთა მხრიდან, inter se ის აღიარებული და მიღებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ისეთ ნორმად, რომლისგანაც გადახვევა (შინაარსობრივად განსხვავებული ნორმის შექმნა) აკრძალულია.1

მე არ შევეხები ამ, ჩემი მოსაზრებით, მცდარ მიდგომებს, რომლებიც აიგნორებენ jus cogens -ის სპეციფიკურ ბუნებას, რომელსაც საერთო არაფერი აქვთ სახელმწიფოთა ქმედებებთან და ნაცვ- ლად ამისა შეეხება მხოლოდ იმ ახლი წესის შინაარსს, რომელიც  იგულისხმება რომ დამყარდება ცალკეული სახელმწიფოების მიერ მათი ურთიერთობების პირობებში.  ამიტომაც გადავწყვიტე საერთაშორისო საზოგადოებისა და თანამედროვე დოქტრინების ავტორებისთვის შემეხსენებინა

1960-იანების მოვლენები, ანუ ის პერიოდი, როცა საერთაშორისო სამართლის კომისია 53-ე და 64-ე მუხლების პროექტებს წერდა. (თანამედროვე მიდგომების შესახებ უფრო დეტალურ და ყოვლისმო- მცველ ანალიზს სპეციალურ პუბლიკაციაში შემოგთავაზებთ).

 

ავტორის ბიოგრაფია

  • ლევან ალექსიძე

    levan.aleksidze@tsu.ge

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2017-10-10

გამოცემა

სექცია

ეროვნული იდენტობის საკითხი ევროპაში

როგორ უნდა ციტირება

ევროკავშირის სამართლის საერთაშორისო საჯარო სამართალთან ურთიერთმიმართება. (2017). ევროპისმცოდნეობის ქართული ჟურნალი, 2(2). https://gjes.tsu.ge/index.php/gjes/article/view/58