ეროვნული იდენტობისა და ისტორიის წერის პოლიტიკური მშენებლობა:ჩეხეთის რესპუბლიკისა და სლოვაკეთის მაგალითები
ანოტაცია
1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციისა და თანმდევი 1992 წლის ხავერდოვანი განცალკევების შემდეგ, ჩეხეთის რესპუბლიკასა და სლოვაკეთს თავიანთ კომუნისტურ წარსულთან მოუხდათ გამკლავება, იმ წარსულთან, სადაც ტოტალიტარულმა რეჟიმმა თავისი არსებობის ლეგიტიმაციის მიზნით (ხელახლა) ჩამოაყალიბა კონკრეტული ეროვნული იდენტობა. ამ პერიოდში საკუთარი ქმედებებისთვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად, კომუნისტების მიზანი ხალხის გონების მობილიზება და მათზე ზეგავლენის მოხდენა იყო. პოლიტიკურმა და საგანმანათლებლო ელიტებმა განსხვავებული კოლექტიური მეხსიერების და იდენტობის ფორმირება განახორციელეს. ამ კონტექსტში, ნაშრომში გამოკვლეულია ხავერდოვანი რევოლუციის წინამდებარე და მომდევნო პერიოდები და ამ პერიოდებში ჩამოყალიბებული შესაბამისი იდენტობები. კვლევაში ყურადღებაა გამახვილებული განსხვავებული ეროვნული იდენტობების შესაქმნელად და მათი ლეგიტიმაციისთვის ისტორიის ხელახალი გადაწერის საშუალების გამოყენებაზე. კვლევის მთავარი კითხვა დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ ხდებოდა ისტორიის გამოყენება ოფიციალური წყაროების მიერ: როგორ ჩამოაყალიბა პოლიტიკურმა ელიტამ ჩეხური, სლოვაკური და ჩეხოსლოვაკური ეროვნული იდენტობები საკუთარი ქმედებე- ბის ლეგიტიმაციისთვის? კვლევა აქცენტს აკეთებს ჩეხურ, სლოვაკურ და ჩეხოსლოვაკურ იდენტობებზე და თითოეული მათგანის შემთხვევაში აანალიზებს შესაბამის გამოყენებულ ენას და კონსტიტუციას. კვლევის მიზანია ჩეხეთის რესპუბლიკისა და სლოვაკეთის მაგალითებზე დადასტურება აკადემიურ წყაროებში ფართოდ გაზიარებული მოსაზრებისა, რომ ეროვნული იდენტობის მშენებლობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ისტორიის პოლიტიკურ (რე-)ინტერპრეტაციასთან და რომ შესაბამისად, იგი გავლენას ახდენს ისტორიის წერის პროცესზე.