შემოქმედებითი ეკონომიკა – ქართული და ესტონური კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მოდელები
საკვანძო სიტყვები:
შემოქმედებითი ეკონომიკა, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიები, კულტურის პოლიტიკა, სამეწარმეო პოლიტიკა, ევროპეიზაცია.ანოტაცია
წინამდებარე კვლევის მთავარი მიზანია კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების ქართული მოდელის შესწავლა. ნაშრომი ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირის პროგრამებზე, რომლებიც კულტურის სფეროზეა ორიენტირებული, დაფინანსების შესაძლებლობებზე და ა.შ., რომლებიც ხელს უწყობს სექტორის განვითარებას. კვლევის ფარგლებში განხილული მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტების ანალიზისა და ქართველი ექსპერტების ინტერვიუების საფუძველზე, გამოვლინდა სექტორის განვითარების მთავარი საფეხურები და მიმდინარე გამოწვევები.
მეორე მხრივ, ნაშრომი მოიცავს ესტონური კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების მოდელის განვითარების ეტაპებს ესტონელი ექსპერტების ინტერვიუებზე დაყრდნობით. ჩატარებული კვლევის შედეგად, მომზადდა რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება ესტონური კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების მოდელის წარმატებით ადაპტაცია ქართულ რეალობაში, ქართულ სისტემაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით და ესტონურ მოდელში იდენტიფიცირებული საუკეთესო პრაქტიკების საფუძველზე.
საბოლოოდ, კვლევის ძირითადი დასკვნის მიხედვით ესტონური გამოცდილების გათვალისწინება განაპირობებს დადებით პირდაპირ და ირიბ გავლენას ქართულ ეკონომიკაზე, შესაბამისად, გაზრდის სექტორის წვლილს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესს.