ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ სამართლის ტელეოლოგიური ინტერპრეტაციის მეთოდის გამოყენების შესახებ არსებული სამეცნიერო  ლიტერატურის ევოლუცია: ზოგიერთი გამორჩეული ავტორის მოსაზრების მიმოხილვა

ავტორები

  • ნინო ლაპიაშვილი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

სამართლებრივი ინტერპრეტაციის მეთოდები, ევროკავშირის მართლმსაჯუ- ლების სასამართლო/მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო, ტელეოლოგიური ინტერპრეტაციის მეთოდი, სამართლებრივი ინტერპრეტირების მეთოდების კომბინირებული გამოყენება

ანოტაცია

სტატია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით განიხილავს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასა- მართლოს მიერ სამართლის ტელეოლოგიური ინტერპრეტაციის მეთოდის გამოყენებისადმი  მი- ძღვნილი ლიტერატურის ვრცელი ნუსხიდან გამორჩეული ავტორების ორ უმნიშვნელოვანეს ნაშრომს.  კვლევის მიზანია, წარმოაჩინოს  ამ საკითხის გარშემო მიმდინარე დისკურსის  ევოლუცია.  კერძოდ, განხილული ნაშრომების ავტორები არიან ერთის მხრივ, გენერალური ადვოკატი ნაილ ფენელი, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი კოენ ლენარტსი და მისი კაბინეტის იურიდიული სამსახურის მდივანი ა. გუტიერეშ-ფონსი. სასამართლოში დაკავებული მაღალი თანამდებობების მიუხედავად, ავტორების ეს ნაშრომები მათ ოფიციალურ პოზიციას, ცხადია, არ გამოხატავს. თუმცა, ორივე სტატიის ერთ კონტექსტში წაკითხვა გარკვეულწილად ერთგვარი საინტერესო დიალოგის ფორმას იღებს, რადგან ე.წ. ‘შიდა სამზარეულოს’ პერსპექტივიდან გადმოგვცემს ლუქსემბურგის სასამართლოს მიდგომებს იმის შესახებ, თუ რა იერარქიული ადგილი ეკავა სამართლის ტელეოლოგიური ინტერპრეტაციის მეთოდს 90-იან წლებში და როგორ შეიცვალა მისი პოზიცია დეკადაზე ნაკლებ დროში. 

ავტორის ბიოგრაფია

  • ნინო ლაპიაშვილი

    Nino.Lapiashvili@tsu.ge

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-12-01

როგორ უნდა ციტირება

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ სამართლის ტელეოლოგიური ინტერპრეტაციის მეთოდის გამოყენების შესახებ არსებული სამეცნიერო  ლიტერატურის ევოლუცია: ზოგიერთი გამორჩეული ავტორის მოსაზრების მიმოხილვა. (2022). ევროპისმცოდნეობის ქართული ჟურნალი, 5(5). https://gjes.tsu.ge/index.php/gjes/article/view/41

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები