ევროკავშირის სამართლისა და მასთან დაკავშირებული დისციპლინების სწავლება საქართველოში: გამოყენებული სწავლების მეთოდები და მოსალოდნელი სწავლების შედეგები
საკვანძო სიტყვები:
სწავლების ინოვატორული მეთოდები, სწავლის შედეგები, ევროკავშირის სამართალი, თსუ ევროპისმცოდნეობის პროგრამებიანოტაცია
სტატიაში მიმოხილულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში გამოყენებული სწავლების ინოვაციური მეთოდები, და ასევე, შესაბამისი გამოსამუშავებელი პრაქტიკული უნარები და მისაღწევი სწავლის შედეგები, ავტორის მიერ ევროკავშირის სამართლისა და მასთან დაკავშირებული სხვა დისციპლინების სწავლებისას (საერთაშორისო საინვესტიციო სამართალი და ევროკავშირი; საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ევროკავშირის სამართლის თანაფარდობა; საერთაშორისო დავების გადაწყვეტა ევროკავშირში და სხვა). სტატიაში ხაზგასმულია, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა არ უნდა შემოიფარგლოს სწავლების ტრადიციული მიდგომებით და საჭიროა 21-ე საუკუნის რეალობების გათვალისწინება, რათა კურსდამთავრებულები აღიჭურვონ სათანადო უნარ-ჩვევებითა და ცოდნით. მეორეს მხრივ, სტატიაში, ასევე, აღნიშნულია, რომ სწავლების ბევრ თანამედროვე მეთოდს აქვს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და ეფუძნება ყველა დროის უდიდესი განმანათლებლების მემკვიდრეობას. ავტორი, ასევე, აღწერს მის პირად გამოცდილებასა და გამოწვევებს საქართველოში ევროკავშირის სამართლის სწავლებისას იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ჯერ არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამასთან დაკავშირებით, ავტორი ავითარებს თავის მოსაზრებებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ბალანსის პოვნა ევროკავშირის სამართლის კლასიკურ იურიდიულ სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით სწავლებასა და მის ისეთ კონტექსტში სწავლებას შორის, რომელიც სასარგებლო იქნება ქართველი სტუდენტებისთვის, რათა მათ შეძლონ მიღებული ცოდნისა და უნარების წარმატებული გამოყენება მომავალ კარიერაში.