სოკრატული მეთოდის გამოყენება ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სწავლებისას
საკვანძო სიტყვები:
სოკრატული მეთოდი, დიალოგი, კითხვები, ინტელექტუალური საკუთრება, კრიტიკული ანალიზი, ტექნოლოგიაანოტაცია
სოკრატული მეთოდი ფართოდ გამოიყენება სასწავლო პრაქტიკაში აკადემიის დაარსების დღიდან. წარმოდგენილი კვლევის მიზნებისთვის სოკრატულ მეთოდს განვმარტავთ, როგორც დიალოგს ლექტორსა და სტუდენტს შორის, ასევე, როგორც საკითხის დიალექტიკურ და კრიტიკულ ანალიზს შეკითხვების მეშვეობით. წინამდებარე კვლევა არსებითად ეხება სოკრატული მეთოდის შესაბამისობას თანამედროვე სასწავლო დისციპლინების, კონკრეტულად კი - ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სწავლებისადმი. სოკრატული მეთოდის გამოყენების ფორმები, ტექნოლოგიის განვითარების კვალობაზე, მნიშვნელოვნად შეიცვალა (მაგ. უკანასკნელი წლების მანძილზე განსაკუთრებით აქტუალური გახდა ლექციებისა და სემინარების ონლაინ რეჟიმში ჩატარება). ინტელექტუალური საკუთრების სამართალი კი, იურისპრუდენციის ის დარგია, რომელიც, სწორედ, ტექნოლოგიურ განვითარებასა და, ზოგადად, სიახლეებს მოიცავს. გარდა ამისა, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი შეეხება არაერთ სადავო საკითხსაც, რომლის გაანალიზებისთვისაც საჭიროა სოკრატული მეთოდი
- დიალექტიკური და კრიტიკული ანალიზის მოშველიება. კვლევის ავტორი წარმოადგენს რამდენიმე პრაქტიკულ დაკვირვებასაც აღნიშნული თვალსაზრისით.