საქართველოში ევროპისმცოდნეობის სწავლებაში ინოვაციური სწავლა-სწავლების მეთოდების გამოყენება

ავტორები

  • ლევან მახაშვილი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

სწავლების ინოვაციური მეთოდები, ევროპისმცოდნეობის სწავლება, საქართველო

ანოტაცია

ევროპისმცოდნეობა ორი ათწლეულია ისწავლება საქართველოს უნივერსიტეტებში. შედეგად, ამ სფეროში დიდი პედაგოგიური გამოცდილება დაგროვდა. თუმცა, ევროპისმოცდნეობის სწავლება დღესაც არ არის იოლი, ვინაიდან სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების ნაცვლად, უმეტესად  გამოიყენება მასწავლებელზე ორიენტირებული სწავლება. ვითარება კიდევ  უფრო გაართულა კოვიდ-19-ის პანდემიამ, ვინაიდან მინიმუმამდე შემცირდა სწავლებაში პირისპირი კომუნიკაციის კომპონენტი.
საქართველოში მზარდია იმ ფაკულტეტების რაოდენობა, რომლებიც მართალია, ნელა და ფრთხილად, მაგრამ მაინც აცნობიერებენ, რომ ევროპისმცოდნეობაში სესიები უნდა ტარდებოდეს სწავლა-სწავლების შერეული მეთოდებით, რომლებიც შერჩეულია განსხვავებული ჯგუფების გათვალისწინებით  და  სადაც გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიების მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები. მართლაც, ევროპისმოცდნეობის სწავლებაში არსებული გამოწვევების მიუხედავად, სწავლის ინტერაქტიული და ინოვაციური მეთოდების გამოყენება, მათ  შორის, ისეთი ტექნოლოგიების და თამაშზე დაფუძნებული სასწავლო პლატფორმების, როგორებიც არის Kahoot  და Quizlet, უფრო დაბალანსებული მიდგომის, საინტერესო და მონაწილეობითი სასწავლო გამოცდილების, საჭირო უნარების განვითარების და საგნისა და პროგრამის მიზნების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა.
აღნიშნული სტატია განიხილავს ინოვაციური სწავლა-სწავლების აღნიშნულ მეთოდებს და ინსტრუმენტებს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის და აშშ-ის საპატივსაცემო უნივერსიტეტებში ფართოდ გამოიყენება, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯერ ახლა იდგამს ფეხს. კერძოდ, მისი მთავარი ფოკუსია  ამ სტატიის  ავტორის გამოცდილება ევროპისმცოდნეობის სწავლების საკითხში და შესაბამისი რეკომენდაციები.

ავტორის ბიოგრაფია

  • ლევან მახაშვილი

    levanmakhashvili@gmail.com

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-01

როგორ უნდა ციტირება

საქართველოში ევროპისმცოდნეობის სწავლებაში ინოვაციური სწავლა-სწავლების მეთოდების გამოყენება. (2023). ევროპისმცოდნეობის ქართული ჟურნალი, 6(6). https://gjes.tsu.ge/index.php/gjes/article/view/47

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები