სწავლების  ეფექტური მეთოდები ევროკავშირის ძირითად უფლებათა სამართლის კურსისთვის

ავტორები

  • თამარ კვარაცხელია ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ევროკავშირის სამართალი; ძირითად უფლებათა სამართალი; სწავლების მეთოდები; სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება; დემონსტრაციის მეთოდი; სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტარი;

ანოტაცია

წინამდებარე სტატია განიხილავს სწავლების მეთოდებს, რომელიც გამოიყენება ავტორის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში შეთავაზებულ კურსზე ევროკავშირის ძირითად უფლებათა შესახებ. სტატია მიზნად ისახავს ხსენებული მეთოდების ეფექტიანობის შეფასებას.
ნაშრომი გამოკვეთს სწავლებს სამ ძირითად მეთოდს, რომლებსაც, ავტორის შეფასებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებების შესახებ კურსის სწავლების დროს. ეს მეთოდებია: სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, დემონსტრაციის მეთოდი და სასამართლოს გადაწყვეტილებების წერილობითი კომენტარი.
სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდი განსხვავდება მასწავლებელზე ორიენტირებული სწავლებისგან. უფრო კონკრეტულად, ეს მეთოდი გულისხმობს სტუდენტების უფრო აქტიურ ჩართულობას, ვიდრე,  უბრალოდ, ლექციის მოსმენა ან ესეს დაწერაა. ამ ტიპის მიდგომის ზოგიერთი მაგალითია: დებატები, ჯგუფური აქტივობები და როლური თამაშები. დემონსტრაციის მეთოდი უადვილებს მოსწავლეებს საკითხის უკეთ გააზრებას და ეხმარება მათ, ადვილად დაიმახსოვრონ ახალი მასალა. რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილების კომენტარს, ავტორის მიერ შემოთავაზებული ფორმით, ინოვაციურია ქართული სამართლის სკოლებისთვის, რადგან იგი ფრანგული უნივერსიტეტების მიერ დანერგილი პრაქტიკის ანალოგია.2 ამ მეთოდის გამოყენებით, სტუდენტს უვითარდება იურიდიული წერისა და არგუმენტაციის, კრიტიკული ანალიზისა და სასამართლო გადაწყვეტილებების სწორად გააზრების უნარები.
ზემოთ აღწერილი მეთოდები სრულად ეხმიანება კურსის მიზანებს, რაც თეორიულ ცოდნასთან ერთად, შესაბამისი პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებასაც მოიცავს. აღნიშნული კი  ძალიან მნიშვნელოვანია,  როდესაც საქმე ეხება  ევროკავშირის ადამიანის უფლებათა სამართალში სპეციალიზაციას.

ავტორის ბიოგრაფია

3

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-01

როგორ უნდა ციტირება

სწავლების  ეფექტური მეთოდები ევროკავშირის ძირითად უფლებათა სამართლის კურსისთვის. (2023). ევროპისმცოდნეობის ქართული ჟურნალი, 6(6). https://gjes.tsu.ge/index.php/gjes/article/view/48