ევროკავშირის ეკონომიკური და მონეტარული კავשირის დაფუძნება: პერიოდი,  როდესაც ევროპის იდეა მნიשვნელოვანი იყო

ავტორები

  • ლევან მახაშვილი ავტორი

ანოტაცია

ეკონომიკური და მონეტარული კავშირი (ემკ) თანამედროვე ისტორიაში ქვეყნებს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დონეს წარმოადგენს. თუმცა, მისი მიღწევა იოლი არ ყოფილა - ემკ-ის სრული რეალიზებისთვის სამი ათეული წელი, ურიცხვი ხელშეკრულება, მოლაპარაკებებისა და რთული და აქტიური სამუშაოს უამრავი საათი გახდა საჭირო. ემკ-ის დაფუძნების პირველი იდეა და პრაქტიკული ნაბიჯები ევროგაერთიანებაში 1960-იან წლებში გაჩნდა და დაიგეგმა. 1970 წლის 8 ოქტომბერს ვერნერის კომიტეტმა ოფიციალურად წარადგინა მისი მიღწევის სამეტაპიანი გეგმა. თუმცა, 1970-იან წლებში გეგმა რამდენიმე სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა, რის გამოც მისი განხორციელება შეჩერდა. სანაცვლოდ, 1990-იან წლებში შემოთავაზებული განახლებული ვარიანტის იმპლემენტაცია წარმატებით დელორის კომიტეტის მიერ განხორციელდა. აღნიშნული საკითხი ბევრი მეცნიერის კვლევის საგანი გამხდარა, მაგრამ აკადემიური თვალსაზრისით ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად შესწავლილი ის, თუ რატომ იყო ემკ-ის პროექტის განხორციელება შეუძლებელი 1970-იან წლებში და რატომ გახდა იგი შესაძლებელი 1990-იან წლებში. სხვა სიტყვებით, რატომ ჩავარდა ემკ 1970-იან წლებში და რატომ იყო იგი წარმატებული 1990-იანებשი? წინამდებარე ნაშრომის მთავარი მიზანი სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას წარმოადგენს. 

ავტორის ბიოგრაფია

  • ლევან მახაშვილი

    levanmakhashvili@gmail.com

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2015-10-03

გამოცემა

სექცია

ევროკავშირის ეკონომიკური ინტეგრაცია

როგორ უნდა ციტირება

ევროკავშირის ეკონომიკური და მონეტარული კავשირის დაფუძნება: პერიოდი,  როდესაც ევროპის იდეა მნიשვნელოვანი იყო. (2015). ევროპისმცოდნეობის ქართული ჟურნალი, 1(1). https://gjes.tsu.ge/index.php/gjes/article/view/5

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები