სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება დისტანციური სწავლებისას (საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური და სამართლებრივი  ურთიერთობების ზოგადი და პრაქტიკული ასპექტების  შესახებ  სალექციო კურსების მაგალითზე)

ავტორები

  • არჩილ ყარაულაშვილი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.52340/gjes.2023.01.04

ანოტაცია

კოვიდის  პანდემიით გამოწვეულმა პრობლემებმა,  არსებულმა უსაფრთხოების  რისკებმა, რესურსის და დროის  დაზოგვის  საჭიროებამ და სხვა  გარემოებებმა წინ  წამოწია დისტანციური  სწავლების შემდგომი განვითარების საჭიროება. წინამდებარე სტატიის მიზანია, დისტანციური სწავლების პირო- ბებში, თანამედროვე სწავლა-სწავლების  მეთოდების გამოყენების  შესაძლებლობების  განხილვა. აღნიშნული წარმოდგენილია საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური  და სამართლებ- რივი ურთიერთობების ზოგადი და პრაქტიკული ასპექტების შესახებ სალექციო კურსების მაგალითის მეშვეობით.
დისტანციურად ჯგუფური სწავლების მეთოდის გამოყენება  ნაჩვენებია  ევროკავშირსა და  საქა- რთველოს შორის უვიზო მიმოსვლასა და მოქალაქეების  გადაადგილებასთან დაკავშირებით პრეზენტაციაზე მუშაობის მაგალითზე. როლური  სწავლების თემა  განხილულია საქართველო-ევროკავშირის  ასოცირების საბჭოს  მუშაობის მოდელირების მეშვეობით, ხოლო  ქეისის სწავლების მეთოდის გამოყენება წარმოდგენილია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთ-ერთი სექტორული რეფორმის მაგალითზე.  პრობლემაზე დაფუძნებული  სწავლების მეთოდის გამოყენების შესაძლებლობები ნაჩვენებია  ანტიდასავლურ პროპაგა- ნდის წინააღმდეგ სტრატეგიული კომუნიკაციის თემის  განხილვის ჭრილში.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია დისტანციური სწავლების დროს პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობებზე. ყველა თემასთან დაკავშირებით ყურადღება ეთმობა კრიტიკული აზრო- ვნების განვითარებისა და კრეატიული  იდეების გენერირების ხელშეწყობას.  აღნიშნულის ერთ-ერთ მიდგომად განიხილება  სტუდენტების ინტერესის გაღვივება  და  სასწავლო პროცესში აქტიური  მონაწილეობის უზრუნველყოფა.  ასევე,  განხილულია  შეფასების  სირთულეები და  მათი  მოგვარების პრაქტიკული გამოცდილება.
სტატიის ძირითადი მიგნებებია:  დისტანციური  სწავლებისას  თანამედროვე მეთოდების გამოყე- ნება უფრო მეტ სირთულესთან არის  დაკავშირებული, ვიდრე  იგივე  დისტანციური  სწავლებისას ტრა- დიციული მეთოდების გამოყენება; ელექტრონული ტექნოლოგიების განვითარება და კრეატიული მიდგომა შესაძლებლობას  გვაძლევს გადავლახოთ დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული თითქმის  ყველა პრობლემა; ევროინტეგრაციის საკითხებზე საქმიანობასთან დაკავშირებული პრაქტიკული გამოცდილება გამოსადეგია სწავლა-სწავლების ახალი მეთოდების გამოყენებისას, რადგან ხელს უწყობს მასთან დაკავშირებული კომუნიკაციის სწორად დაგეგმვასა  და მართვას.

ავტორის ბიოგრაფია

  • არჩილ ყარაულაშვილი

    akaraulashvili@mfa.gov.ge

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-01

როგორ უნდა ციტირება

სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება დისტანციური სწავლებისას (საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური და სამართლებრივი  ურთიერთობების ზოგადი და პრაქტიკული ასპექტების  შესახებ  სალექციო კურსების მაგალითზე). (2023). ევროპისმცოდნეობის ქართული ჟურნალი, 6(6). https://doi.org/10.52340/gjes.2023.01.04