სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება დისტანციური სწავლებისას (საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური და სამართლებრივი ურთიერთობების ზოგადი და პრაქტიკული ასპექტების შესახებ სალექციო კურსების მაგალითზე)
ანოტაცია
კოვიდის პანდემიით გამოწვეულმა პრობლემებმა, არსებულმა უსაფრთხოების რისკებმა, რესურსის და დროის დაზოგვის საჭიროებამ და სხვა გარემოებებმა წინ წამოწია დისტანციური სწავლების შემდგომი განვითარების საჭიროება. წინამდებარე სტატიის მიზანია, დისტანციური სწავლების პირო- ბებში, თანამედროვე სწავლა-სწავლების მეთოდების გამოყენების შესაძლებლობების განხილვა. აღნიშნული წარმოდგენილია საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური და სამართლებ- რივი ურთიერთობების ზოგადი და პრაქტიკული ასპექტების შესახებ სალექციო კურსების მაგალითის მეშვეობით.
დისტანციურად ჯგუფური სწავლების მეთოდის გამოყენება ნაჩვენებია ევროკავშირსა და საქა- რთველოს შორის უვიზო მიმოსვლასა და მოქალაქეების გადაადგილებასთან დაკავშირებით პრეზენტაციაზე მუშაობის მაგალითზე. როლური სწავლების თემა განხილულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მუშაობის მოდელირების მეშვეობით, ხოლო ქეისის სწავლების მეთოდის გამოყენება წარმოდგენილია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთ-ერთი სექტორული რეფორმის მაგალითზე. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის გამოყენების შესაძლებლობები ნაჩვენებია ანტიდასავლურ პროპაგა- ნდის წინააღმდეგ სტრატეგიული კომუნიკაციის თემის განხილვის ჭრილში.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია დისტანციური სწავლების დროს პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობებზე. ყველა თემასთან დაკავშირებით ყურადღება ეთმობა კრიტიკული აზრო- ვნების განვითარებისა და კრეატიული იდეების გენერირების ხელშეწყობას. აღნიშნულის ერთ-ერთ მიდგომად განიხილება სტუდენტების ინტერესის გაღვივება და სასწავლო პროცესში აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა. ასევე, განხილულია შეფასების სირთულეები და მათი მოგვარების პრაქტიკული გამოცდილება.
სტატიის ძირითადი მიგნებებია: დისტანციური სწავლებისას თანამედროვე მეთოდების გამოყე- ნება უფრო მეტ სირთულესთან არის დაკავშირებული, ვიდრე იგივე დისტანციური სწავლებისას ტრა- დიციული მეთოდების გამოყენება; ელექტრონული ტექნოლოგიების განვითარება და კრეატიული მიდგომა შესაძლებლობას გვაძლევს გადავლახოთ დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული თითქმის ყველა პრობლემა; ევროინტეგრაციის საკითხებზე საქმიანობასთან დაკავშირებული პრაქტიკული გამოცდილება გამოსადეგია სწავლა-სწავლების ახალი მეთოდების გამოყენებისას, რადგან ხელს უწყობს მასთან დაკავშირებული კომუნიკაციის სწორად დაგეგმვასა და მართვას.