შესავალი სიტყვა რედაქტორისგან

ავტორები

  • ნინო ლაპიაშვილი ავტორი

ანოტაცია

ჟურნალის  აღნიშნული  ნომრის  მომზადება  პანდემიას  დაემთხვა.  ამ  პერიოდმა  აკადემიურ  სივრცეშიც უამრავი პრობლემა წარმოშვა, რომელიც დაკავშირებული იყო არა მხოლოდ დისტანციური და შერეუ- ლი სწავლების მეთოდების სწორ ადაპტაციასთან, არამედ უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკის ჩაკეტვით გამოწვეულ  ფინანსურ  გამოწვევებთან.  კერძოდ,  უამრავი  ნიჭიერი  ახალგაზრდა  ეჭვის  თვალით  უყუ- რებდა  სწავლის  საფასურის  გადახდის  პერსპექტივას  ე.წ.  ლოქდაუნის  პირობებში.  ისინი  განაცხადში მიუთითებდნენ საქართველოში, ასევე, აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონის სხვა ქვეყნებში სტუ- დენტური სამუშაოების გაქრობით გამოწვეულ პრობლემებზე. თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის აკადემიური  და  ადმინისტრაციული  პერსონალის  სახელით  მინდა,  გულითადი  მადლობა  გადავუხადო კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელძღვანელს დოქტორ თომას შრაპელს და მის გუნდს უნიკალური სასტიპენდიო პროგრამის დაწესებისთვის. ფონდის ინიციატივით შერჩეული იქნა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა და მისი მომავალი სტუდენტები.  სამსაფეხურიანი  კონკურსის  საფუძველზე  გამოვლინდა  შვიდი  ქართველი,  სამი  სომეხი, სამი  აზერბაიჯანელი,  ორი  უკრაინელი  და  ერთი  მოლდოველი  გამარჯვებული.  კონრად  ადენაუერის პრესტიჟული სტიპენდიის ფარგლებში თსუ ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე შერჩეულ საუკეთესო შედეგის მქონდე სტუდენტებს მთლიანად დაუფინანსდათ როგორც სწავლების საფასური, ასევე,  განესაზღვრათ  საკმაოდ  სოლიდური  ყოველთვიური  თანხა  მიმდინარე  ხარჯებისთვის.  ფონდის მიერ გაწეულმა ამ მნიშვნელოვანმა დახმარებამ უდაოდ უნიკალური წვლილი შეიტანა ინსტიტუტის და მისი სამაგისტრო პროგრამის განვითარების ისტორიაში.

ავტორის ბიოგრაფია

  • ნინო ლაპიაშვილი

    Nino.Lapiashvili@tsu.ge

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-10-15

გამოცემა

სექცია

შესავალი სიტყვა

როგორ უნდა ციტირება

შესავალი სიტყვა რედაქტორისგან. (2024). ევროპისმცოდნეობის ქართული ჟურნალი, 4(4), 7-8. https://gjes.tsu.ge/index.php/gjes/article/view/19

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები